აღწერა
ჰონდურასის ყავის მარცვლები SHG – 100% არაბიკა
ჰონდურასის ყავის მარცვლები SHG არის მაღალი ხარისხის 100% არაბიკა ყავა, რომელიც ჰონდურასის მაღალმთიან რეგიონებშია მოყვანილი. კლასიფიკაცია SHG (Strictly High Grown — მკაცრად მაღალმთიანი) აღნიშნავს მაღალ სიმაღლეზე მოყვანილ ყავას. ასეთ პირობებში ყავის ნაყოფი უფრო ნელა მწიფდება, რაც ხელს უწყობს მკვრივი მარცვლისა და დაბალანსებული, კარგად ჩამოყალიბებული გემოვნური პროფილის განვითარებას.
ახლად მოხალული ყავა Coffee Point საქართველოშიგამოირჩევა სასიამოვნო და დაბალანსებული გემოთი. ის შესანიშნავია როგორც ყოველდღიური ესპრესოსთვის, ასევე ფილტრის მეთოდებით მოსამზადებლად.
Honduras SHG ყავის გემოვნური პროფილი
სველი მეთოდით დამუშავებული ჰონდურასის არაბიკა გამოირჩევა სუფთა და დაბალანსებული გემოთი, რომელშიც იგრძნობა:
- შოკოლადი
- კარამელი
- ხილის სიტკბო
- საშუალო და სასიამოვნო მჟავიანობა
- რბილი და მომრგვალებული სხეული
დაბალანსებული ხასიათის წყალობით, Honduras SHG მრავალფეროვანი მომზადების მეთოდებისთვის შესაფერისი ყავაა.
საუკეთესო არჩევანი ესპრესოსა და რძიანი სასმელებისთვის
ჰონდურასი ყავის მარცვალი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ესპრესოში. შოკოლადისა და კარამელის ტონები ქმნის რბილ და ტკბილ ფინჯანს, ხოლო კარგად გამოხატული სხეული რძიან სასმელებშიც შესამჩნევად ნარჩუნდება.
შესანიშნავი არჩევანია შემდეგი სასმელებისთვის:
ესპრესო • კაპუჩინო • ლატე • ფლეთ უაითი • ამერიკანო
Honduras SHG ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ V60-ით, ფრანგული პრესითა და სხვა ფილტრის მეთოდებითამ შემთხვევაში მისი სუფთა გემო და ბუნებრივი სიტკბო უფრო მკაფიოდ ვლინდება.
Honduras SHG ყავის მახასიათებლები
წარმოშობა: ჰონდურასი
ყავის ტიპი: 100% არაბიკა
კლასიფიკაცია SHG (Strictly High Grown — მკაცრად მაღალმთიანი)
დამუშავების მეთოდი: სრულად გარეცხილი (Fully Washed)
კაპინგის შეფასება: დაახლოებით 82.5 ქულა
გემოვნური ნოტები: შოკოლადი, კარამელი და მსუბუქი ხილის სიტკბო
მჟავიანობა: საშუალო
სხეული: რბილი და მომრგვალებული სხეული
რეკომენდებულია: ესპრესო, რძიანი სასმელები და ფილტრის მეთოდები
საქართველოში ახლად მოხალული ყავა
- Coffee Point - სგანspecyalty პრემიუმ ყავას საქართველოში ვხალავთ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მის სიახლეს, გემოსა და ხარისხს.
ჩვენი ჰონდურასის ყავის მარცვლები SHG შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც საქართველოში ახლად მოხალულ, დაბალანსებულ საქართველოში ახლად მოხალული ყავის მარცვლების ის იდეალურია როგორც სახლის პირობებში მოსამზადებლად, ასევე ესპრესოს აპარატებისთვის.
შეუკვეთეთ Honduras SHG ყავის მარცვლები Coffee Point-ის ონლაინმაღაზიიდან საქართველოს მასშტაბით მიწოდებით, ან გვესტუმრეთ ბათუმისა და თბილისის ყავის მაღაზიებში.



